1.   ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს.

2.   ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:

ა)   ნებართვის მაძიებელი არ არის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებული;

ბ)   ნებართვის მაძიებლის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული;

გ)   წინამდებარე წესის მე-12 მუხლის მე–10 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში.

3.   ნებართვის გაცემაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს ნებართვის მაძიებელს.

4.  ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, დადგენილი წესი