1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა დადგენილი მარშრუტებით;

ბ) მარშრუტების შეცვლის (სამარშრუტო სქემის შეცვლის, მარშრუტის გაუქმების, მარშრუტის დამატების) შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული საერთო რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი მარშრუტების შესაბამისად;

გ) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ასევე მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, ხოლო მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;

დ) კონკურსში გამარჯვებულმა ნებართვის მაძიებელმა მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ იმ M2 კატეგორიის ავტობუსებით, რომლებმაც დააკმაყოფილეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები და მოაგროვეს 36 ან მეტი ქულა;

ე) კონკურსში გამარჯვებულმა ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან/და ავტობუსის მესაკუთრესთან წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში იყოლიოს ის ავტობუსები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები და მოაგროვეს 36 ან მეტი ქულა;

ვ) უზრუნველყოს ხაზზე გაშვებისას თითოეული ავტობუსის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;

ზ) დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;

თ) თანამშრომელთა (მძღოლების) სამუშაოზე მიღებისას დაიცვას მათი პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები;

ი) უზრუნველყოს ნებართვის გამცემთან შეთანხმებული უნიფორმით მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის შემოსვა;

კ) არ დაუშვას უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობისას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება;

ლ) აანაზღაუროს მომსახურების განხორციელებისას მგზავრისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია მგზავრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით;

მ) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების აღჭურვა დადგენილი ნიმუშების სვლაგეზის მაჩვენებელი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებული ფირნიშნებით (ან ელექტრონული ტაბლოებით).

ნ) მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ინფორმაცია, სადაც მძღოლის სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ნებართვის მფლობელის დასახელება, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები და მგზავრობის ღირებულებაა აღნიშნული, აგრეთვე გამოაკრას იმ მგზავრთა ჩამონათვალი, რომელთა უფასოდ გადაყვანაც სავალდებულოა.

ო) აწარმოოს ავტობუსების ყოველდღიური სადისპეტჩერო აღრიცხვა-რეგულირება;

პ) დაიცვას მარშრუტის საწყის, საბოლოო და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის ადგილებში დგომის წესები, სისუფთავის და ჰიგიენური ნორმები, ნებართვის გამცემის მოთხოვნით, ასევე საჭიროების შემთხვევაში ნებართვის გამცემთან შეთანხმებით საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით განათავსოს ბიოტუალეტები;

ჟ) უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება-დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა;

რ) არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა;

ს) გადამზიდავი (M2 და M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლი) ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა–გადმოსხდომა აწარმოოს გაჩერებისათვის სპეციალურად მონიშნულ ადგილებში;

ტ) მომსახურების გაწევა განახორციელოს დადგენილი ტარიფის შესაბამისად;

უ) წინამდებარე წესის მე-8 მუხლის „საკონკურსო შეფასების კრიტერიუმების“ საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის ავტობუსებში, ზაფხულის ცხელ დღეებში (+300C) სავალდებულო იქნება კონდიცირების სისტემის ჩართვა.

ფ) წინამდებარე წესის მე-8 მუხლის „საკონკურსო შეფასების კრიტერიუმების“ საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის ავტობუსები, ნებართვის ამოქმედებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ვადაში აღიჭურვოს GPS მონიტორინგის იმ სისტემით, რომელსაც განუსაზღვრავს ნებართვის გამცემი. ავტობუსების GPS მონიტორინგის სისტემით აღჭურვისათვის და შემდგომი პროგრამული მომსახურების მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი კვალიფიკაციის კომპანიის შერჩევას.

ქ) წინამდებარე წესის მე-8 მუხლის „საკონკურსო შეფასების კრიტერიუმების“ საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის ავტობუსებში, რომელთაც დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მოუწევთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობა, ნებართვის ამოქმედებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული იქნებიან, ჩართული ჰქონდეთ GPS მონიტორინგის სისტემა. სამარშრუტო ხაზზე გამორთული GPS მონიტორინგის სისტემით მომსახურების გაწევა კი იქნება მკაცრად კონტროლირებადი და ჩაითვლება სანებართვო პირობების დარღვევად;

ღ) ნებართვის ამოქმედებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებში (მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალური საშუალება) გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების დამონტაჟება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომელიც მგზავრისთვის უნდა იძლეოდეს დადგენილი შეღავათიანი ტარიფით/ფასით სარგებლობის შესაძლებლობას და ახდენდეს მათ აღრიცხვას;

ყ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების შემდგომ მომსახურების გაწევა განახორციელოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით;

შ) აწარმოოს მგზავრის საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი;

ჩ) M2 და M3 კატეგორიის ავტობუსზე რეკლამა განათავსოს მხოლოდ ნებართვის გამცემის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ც) გადაიხადოს ნებართვის გაცემის ფასი;

ძ) ნებართვის მფლობელის (მძღოლების) ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის ან ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 3 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, ხოლო მომსახურების შეზღუდვა 5 დღეზე მეტ ხანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნებართვის გამცემს წინასწარ 2 დღით ადრე წერილობით შეატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის შესახებ;

წ) ნებართვის გამცემს ნებართვის გაუქმების შესახებ მოთხოვნა წარუდგინოს მინიმუმ სამი თვით ადრე;

ჭ) არ დაუშვას ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების გარეშე ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა;

ხ) ხელი შეუწყოს უფლებამოსილ შემმოწმებელს მუშაობაში;

ჯ) სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

2. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:

ა) ფორსმაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი, შეწყვიტოს ან გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშრუტი; თუ შეუძლებელია ნებართვის გამცემის თანხმობის მიღება, მომსახურებაში განხორციელებული ცვლილების შესახებ აცნობოს ნებართვის გამცემს დაუყოვნებლივ;

ბ) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის უკეთესად ორგანიზების შესახებ;

გ) ისარგებლოს საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებით.

3. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) მძღოლად დასაქმება შესთავაზოს ნებართვის გაცემამდე მომსახურების განმახორციელებელ მძღოლებს იმავე პირობებით, რასაც შესთავაზებს მესამე პირებს. მათი თანხმობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია უპირატესად დაასაქმოს ისინი;

ბ) იმ შემთხვევაში თუ მძღოლი მის მიერ მართული ავტობუსით მოხვდება ავარიაში (ავტოსაგზაო შემთხვევა) და არ იკვეთება ამ ავარიაში მისი ბრალეულობა, ნებართვის მფლობელს შეუძლია წარმოადგინოს სხვა ავტობუსი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით მოთხოვნილ სავალდებულო ტექნიკურ კრიტერიუმებს და კომისიის დასკვნის შემდგომ მიეცემა უფლება მომსახურების გაგრძელების შესახებ;

„გ) კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მიღებისთანავე და შემდგომში პერიოდულად ავტობუსების შეცვლის შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელს გააჩნია საკმარისი რაოდენობის ავტობუსების რეზერვი, მათი ჩანაცვლება არ მოხდება, იმ შემთხვევაში თუკი აღმოჩნდება, რომ ავტობუსების რეზერვი არასაკმარისია და ამით პრობლემა იქმნება სამარშრუტო ხაზზე მომსახურების გაწევაში, მაშინ ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება გამონთავისუფლებულ ადგილზე წარმოადგინოს ისეთი ავტობუსი ან ავტობუსები, რომელთა ასაკი იქნება არაუმეტეს 15 წლისა.“

დ) კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელს ნებართვის ამოქმედებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში უფლება არ აქვს შეცვალოს ის კონკურსგავლილი ავტობუსი, რომელმაც გადალახა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმებით დადგენილი მინიმალური ბარიერი, გარდა იმ შემთხვევისა, რასაც გულისხმობს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

ე) სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან შვიდი დღის განმავლობაშ