1. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და ნებართვის გამცემსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. თუ კონკურსში გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მაშინ კონკურსში გამარჯვებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში მისი 100% წილობრივი მონაწილეობით უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა.

3. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებულს ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს შორის ფორმდება  ხელშეკრულება.

4. სახელშეკრულებო პირობები განისაზღვრება ამ დადგენილებისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ და ქვეყნდება წინასწარ.

5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება.

6. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის მიერ დადგენილ ვადაში საკონკურსო პირობების შეუსრულებლობა, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამარჯვებულს არ მიეცემა ნებართვა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კონკურსი ითვლება ჩაშლილად. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე ვრცელდება ინტერნეტის ქსელით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, წინამდებარე წესის შესაბამისად, არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაშ