ნებართვის გამცემი:
ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;
ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;
გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ;
დ) ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;
ე) კანონით დადგენილი წესით და წინამდებარე წესის შესაბამისად, ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულებაზე;
„ვ) ნებართვის ამოქმედებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებართვის გამცემის მოვალეობაა ან/და ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული პირის მოვალეობაა, ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელოს GPS მონიტორინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით სადისპეჩერო საქმიანობის მონიტორინგი რეალურ დროში;“
ზ) კანონით დადგენილი წესით და წინამდებარე წესის შესაბამისად 6 (ექვსი) თვეში ერთხელ მაინც ახორციელებს კონკურსის წესის თანახმად გამარჯვებული გადამზიდავი კომპანიების (ნებართვის მფლობელების) ავტოპარკის ტექნიკურ დათვალიერებას;
თ) ნებართვის მფლობელს ერთი თვით ადრე უგზავნის გაფრთხილებას მოსალოდნელი დათვალიერების შესახებ;
ი) უფლებამოსილია დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ექსპლუატაციისათვის უვარგისი ავტობუსები მოხსნას სამარშრუტო ხაზიდან (გადამზიდავებს არ ექნებათ უფლება ამ ავტობუსებით განახორციელონ მომსახურება);
კ) ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას მოქმედებს წინამდებარე წესისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ლ) ფორსმაჟორის შემთხვევაში, მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესების, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი შემცირების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი, მარშრუტისათვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი პირობების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ოფიციალურად გასცემს თანხმობას მარშრუტის ცვლილებისა და/ან მასზე ყოველდღიურად მომუშავე სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის დროებით შემცირების თაობაზე;
მ) ვალდებულია განსაზღვროს ავტობუსების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ექნება მომსახურების განხორციელების შესაძლებლობ