ამ წესის მიზნებისთვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა)   „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება გზაზე მგზავრთა გადასაყვანად;

ბ)   „ავტობუსი“ – მგზავრთა გადასაყვანი და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი M2 და M3  კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და რომელიც გადაადგილდება თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და რუსთავი – თბილისის მარშრუტზე თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი საავტობუსო მარშრუტის შესაბამისად;

გ)   „M2 კატეგორია“ – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა;

დ) „M3 კატეგორია“ - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონა და მეტი;

ე)  „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ – მგზავრთა გადაყვანა თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა რუსთავ–თბილისის მარშრუტზე M2 და M3  კატეგორიის ავტობუსებისთვის თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად;

ვ)   „გადამზიდველი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ფლობს ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი–თბილისის მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას;

ზ)  „კონკურსში გამარჯვებული“ – კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელი, რომელიც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდა გამარჯვებულად;

თ)  „ლოტი“ – თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და რუსთავი–თბილისის განსაზღვრულ მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით;

ი)   „მძღოლი“ – პირი, რომელიც მართავს ავტობუსს საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით;

კ) „მარშრუტი“ – დანიშნულების პუნქტებს შორის ავტობუსების მიმოსვლისთვის წინასწარ დადგენილი გზასავალი;

ლ) „ნებართვა“ –  თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერის ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით - ბრძანებით გადამზიდველისთვის განსაზღვრული ვადით, M2 და M3  კატეგორიის ავტობუსებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად მინიჭებული უფლება სანებართვო წესით დადგენილი პირობების დაცვით;

მ)  „ნებართვის გამცემი“ – თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის მერია, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მეშვეობით;

ნ)   „ნებართვის მაძიებელი“ –  ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს ნებართვის მისაღებად;

ო) „ნებართვის მფლობელი“ – პირი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;

პ) „ნებართვის გაცემის ფასი“ – თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი M2 და M3    კატეგორიის ავტობუსებზე, თვეზე გაანგარიშებით;

ჟ) „სანებართვო მოწმობა“ – სანებართვო უფლების დამადასტურებელი საბუთი.

რ)  „სანებართვო პირობები“ – კანონით ან კანონის საფუძველზე, სანებართვო წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას.

ს) „პირი“ - საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;

ტ) „საბანკო გარანტია“ – ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული საბანკო ან სადაზღვევო გარანტია კონკურსში მონაწილეობის, საკონკურსო პირობების შეუსრულებლობისას მოსალოდნელი რისკის თავიდან ასაცილებლად, კონკურსის მონაწილის ან ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი გარანტიების მექანიზმის სახეობა. უცხოური ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში გარანტია უნდა დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ. საბანკო გარანტის სახეებია:

ტ.ა) „კონკურსში მონაწილეობის საბანკო გარანტია“  –  ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს საკონკურსო ან სანებართვო პირობების საბანკო გარანტიის წარდგენის, ხელშეკრულების გაფორმების ან/და ნებართვის მიღების უზრუნველსაყოფად; ნებართვის მაძიებელს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს კონკურსში, საბანკო გარანტია უბრუნდება, ხოლო კონკურსში გამარჯვებულს საბანკო გარანტია უბრუნდება ნებართვის მიღების შემდეგ.

ტ.ბ) „საკონკურსო პირობების საბანკო გარანტია“ – წარდგენილი უნდა იქნეს კონკურსში გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების გაფორმებამდე საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების დაწყების ან/და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე საკონკურსო განცხადებით აღებული ვალდებულებისა და  პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, ნებართვის მფლობელს უბრუნდება შესაბამისი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ.

უ) „საბანკო დაწესებულება“ – საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკი.

ფ) „უწყებრივი სანებართვო რეესტრი“ – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის და მისი გაუქმების თაობაზე.

ქ) „ფორს–მაჟორი“ – მოვლენა, რომელიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და რომელიც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას და არ არის გამოწვეული მხარის დაუდევარი მოქმედებით.

ღ) „ხელშეკრულება“ – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის მერიასა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა უფლება – მოვალეობები.

ყ) "მგზავრთნაკადი" - დროის განსაზღვრულ პერიოდში, ერთი მიმართულებით გადაყვანილი ან გადასაყვანი მგზავრების რაოდენობ