1. კონკურსის ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოსავლენად საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება კომისია, რომლის უფლებამოსილებას განეკუთვნება კონკურსში მონაწილეობაზე ნებართვის მაძიებლის წერილობითი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმება, ნებართვის მაძიებლების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა.
2. კომისია შედგება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების, ასევე მოწვეული სპეციალისტებისგან.
3. კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, და კომისიის სხვა წევრები.
4. კონკურსის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი, რომელიც შედგება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერიის სამსახურის და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისგან. კომისიის აპარატი უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს და ასრულებს მის დავალებებს.
5. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მდივანი, რომელიც იმავდროულად არის კომისიის აპარატის უფროსი.
6. კომისიის წევრთა და აპარატის თანმშრომელთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.
7. კომისია დამოუკიდებელია. არავის არ აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.
8. კომისიას აქვს ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით.
9. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.
10. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას.
11. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს თავად კომისია.
12. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
13. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;
ბ) დაიცვას წინამდებარე დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) დაიცვას კონკურსის მონაწილეთა შესახებ საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
14. კომისიის წევრებს შეიძლება მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი კერძო დაინტერესება ჯგუფში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში კომისიის წევრს აქვს თვითაცილების უფლებაც.
15. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ.
16. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
17. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.
18. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია დაესწროს სხდომებს და კომისიის თანხმობის შემთხვევაში მისცეს ახსნა-განმარტება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
19. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.
20. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელიც თავისი სამართლებრივი სტატუსით წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
21. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა