1. კონკურსის მიზანია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცეს იმ ნებართვის მაძიებელზე, რომელიც ლოტის მიხედვით, საკონკურსო შედეგების შეჯამებისას მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას და შეასრულებს საკონკურსო პირობებს. ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები და მისთვის ქულების მინიჭების წესი მოცემულია დადგენილების მე–2 დანართში.

2.კონკურსის ორგანიზატორია თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერია. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერი.

3. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სახელით უფლებამოსილია ნებართვის მოქმედების ვადა გაუგრძელოს ნებართვის მფლობელებს,რათა ერთის მხრივ, ახალი კონკურსის ჩატარებამდე უზრუნველყოფილ იქნას  საბიუჯეტო შემონატანები, ხოლო მეორეს მხრივ ნებართვის მფლობელებს მიეცეთ გონივრული ვადა,რათა  შეძლონ კონკურსისათვის სათანადოდ მომზადება.

4. ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შესახებ მასმედიის (მათ შორის ინტერნეტის) საშუალებებით ცხადდება კონკურსამდე ერთი თვით ადრე.

5.კონკურსი ცალ-ცალკე შეიძლება გამოცხადდეს M2 და/ან M3  კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რუსთავის  ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებელი ნებართვის მისაღებად.

6.  კონკურსის ჩატარების შესახებ მიღებულ აქტში უნდა მიეთითოს:

ა)   ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ნებართვის სახეობა;

ბ)   ნებართვის გამცემი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება;

გ)   ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღების დაწყების და დამთავრების დრო და ადგილი;

დ)  კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო, ადგილი;

ე)   კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის ვადა;

ვ)   ინფორმაცია ლოტის  თაობაზე;

ზ)  მომსახურების განხორციელებისთვის პიკური  საათური მგზავრთნაკადის მიხედვით განსზღვრული ავტობუსების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა;

თ)  ნებართვის მოქმედების ვადა;

ი)   ნებართვის გაცემის ფასი;

კ)   საბანკო გარანტიის ოდენობა:

კ.ა)    კონკურსში მონაწილეობისათვის;

კ.ბ)   საკონკურსო პირობების შესრულებისთვის;

ლ) სანებართვო პირობები;

მ)   კონკურსის გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი;

ნ)   განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატებ