1. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ მარშუტზე ცალ-ცალკე.
2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები.
3. ხმის მიცემა წარმოებს ღია კენჭისყრის ფორმით. ხმის მიცემა წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია.
4. კომისიის წევრს უფლება არ აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან ან ხმა მისცეს იმ საკითხს, რომლის განხილვაშიც არ იღებდა მონაწილეობას.
5. ოქმი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება. ხმების თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) კომისიის დასახელება;
ბ) სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) სხდომაში მონაწილე სხვადასხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ვინაობა (მათი არსებობის შემთხვევაში);
ე) განხილვის საგანი;
ვ) სხვადასხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ახსნა-განმარტებების აღწერა;
ზ) კენჭისყრის შედეგები;
თ) მიღებული გადაწყვეტილება.
7. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ და კონკურსის შედეგების შესახებ კომისიის ოქმი ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს.
8. კონკურსში გამარჯვებულს, ნებართვის მიღებამდე, უფლება არა აქვს განახორციელოს აღნიშნული საქმიანობ