1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ქულობრივი შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემებით;

ბ) ნებართვის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმებისა და პროგრამების მონაცემებით;

გ) ნებართვის მაძიებლების საკუთრებაში/ან სარგებლობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო ბაზის მონაცემებით.

2. საერთო შეფასებაში თითეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა და ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი.

3. გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს.

4. საბოლოო ქულათა ჯამი იანგარიშება ფორმულით:

S=0.5C + 0.1L + 0.4G

სადაც:

C – არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების  ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა, ხოლო 0.5 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;

L – არის ნებართვის მაძიებლის ბიზნეს-გეგმისა და პროგრამის შეფასების ქულა, ხოლო 0.1 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;

G – არის ავტოსატრანსპორტო ბაზის შეფასების ქულა, ხოლო 0.4 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;

5. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:

C = ( Yp /  Ypmax  )   X 100

სადაც:

Yp – არის შესაფასებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლის და ტექნიკური მდგომარეობის  სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:

Yp =( Y1 + Y2 + Y3 + . . . + Yn ) / n

Ypmax – არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების  გამოშვების წლის და ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას ნებართვის მაძიებელთა მიერ მიღებულ საშუალო ქულათა შორის მაქსიმალური ქულა;

Y1, Y2, Y3 , ა.შ. და Yn არის თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების  გამოშვების წლისა და ტექნიკური მდგომარეობის  სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას მიღებული ქულა;

n – არის თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ შეფასებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების   რაოდენობა.

თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის    Y1, Y2, Y3 , ა.შ. და Yn იანგარიშება შემდეგნაირად:

Yn = Ayear+AStandart

სადაც,Ayear  – არის თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების  გამოშვების წლის შეფასების ქულა;

Astandart  – ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის ქულა.

6. თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლის შეფასება ხდება  შემდეგი ქულებით:

ა) 2010 წლის და მეტი – 50 ქულა;

ბ) 2005-დან 2010 წლამდე  – 30 ქულა;

გ) 2000-დან 2005 წლამდე  – 10 ქულა;

დ) 2000 წლის ქვემოთ  – 0 ქულა;

7. თითეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის  სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმებით და ქულებით:

ა) ძარას მდგომარეობა                               1...5;

ბ) ძარას საფარველის მდგომარეობა       1...5;

გ) სალონის მდგომარეობა                         1...5;

დ) საბურავების  ცვეთა                              1...5;

ე) კარებების, ფანჯრების და მინების მდგომარეობა     1...5;

ვ) სავარძლების მდგომარეობა                  1...5;

ზ) სალონში გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების მუშაობის ხარისხი    1...10;

თ) სალონის განათების ხარისხი               1...5.

8. ყოველი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის  სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასება ხდება თითოეულ  კრიტერიუმის მიხედვით   მინიჭებულ ქულათა ჯამით.

9. ნებართვის მაძიებლის ბიზნეს-გეგმის და პროგრამის შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:

L =  ( Lp  / Lpmax  ) X 100

სადაც       Lp = Lb +Lr  :

Lb -ბიზნეს-გეგმის შეფასების ქულა 5...10;

Lr - პროგრამის შეფასების ქულა   1...5.

10. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ ერთი ნებართვის მაძიებლი,  მაშინ მისი Lp = Lpmax .

11. ავტოსატრანსპორტო ბაზის   შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:

G = ( Mp /  Mpmax  ) X 100

სადაც:

Mp  – არის ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/ან სარგებლობაში არსებული ბაზის შეფასების ქულა;

Mpmax – არის ნებართვის მაძიებლებლთა  მიერ წარმოდგენილ ბაზების შეფასების ქულათა შორის მაქსიმალური ქულა.

12. ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო ბაზის შეფასება ხდება შემდეგი  ქულებით:

Mp  = 50 – ბაზა აღჭურვილია სტანდარტის შესაბამისი მაღალი დონის მოწყობილობებით;

Mp  = 30 – ბაზა აღჭურვილია სტანდარტის შესაბამისი საშუალო დონის მოწყობილობებით;

Mp  = 10 – ბაზა აღჭურვილია  სტანდარტის შესაბამისი დამაკმაყოფილებელი დონის მოწყობილობებით.

13. თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს თანაბარ საბოლოო ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მიიღო უფრო მაღალი ქულა მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმების შეფასებისას, ხოლო თუ ამ შეფასებათა ქულათა ჯამიც თანაბარია, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მეტი ქულა მიიღო მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმის შეფასებისას.

14. დაუშვებელია მომსახურების გასაწევად საკონკურსო განაცხადით  ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოთავაზება თუ:

ა) სალონში ჰაერის ვენტილაცია ან გათბობა არ ხორციელდება;

ბ) გადაკეთებულია მგზავრთა გადასაყვან ავტოსატრანსპორტო საშუალებად ან/და კუსტარულად აქვს დამატებული სავარძლები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესების  დარღვევით.

15. ამ მუხლის მე–14 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე შემთხვევაში შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების  შეფასება კომისიის მიერ არ განხორციელდება და ქულებით შეფასდება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებები, თუ მათი რაოდენობა შესაბამისობაშია სანებართვო პირობებთან, ნებართვის მაძიებელი აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. თუ არ ფასდება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი არცერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებება  ან შესაფასებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების   რაოდენობა არ არის შესაბამისობაში სანებართვო პირობებთან, მაშინ ნებართვის მაძიებელი ითვლება კონკურსიდან მოხსნილად და მას  უარი ეთქმევა ნებართვის მიცემაზე.

16. ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ფასდება და ნებართვის მაძიებელი არ შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად თუ:

ა) წარმოდგენილი საკონკურსო განცხადება არ შეესაბამება  სანებართვო პირობებს;

ბ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება