1. კონკურსის მიზანია ნებართვა გაიცეს ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და შედეგების შეჯამების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას.

2. ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი.

3. კონკურსის ორგანიზატორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი.

4. კონკურსის ჩატარების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს:

ა) ნებართვის სახეობა;

ბ) ნებართვის გამცემის დასახელება;

გ) ნებართვის მაძიებლის განცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო და ადგილი;

დ) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;

ე)  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ვადა;

ვ)  ინფორმაცია მარშრუტების შესახებ;

ზ) მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინიმალური რაოდენობა;

თ) ნებართვის გაცემის ფასი;

ი) განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატები;

კ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ჩათვლის მიზანშეწონილად.

5. ინფორმაციას კონკურსის ჩატარების შესახებ მის ჩატარებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში