1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება  წინამდებარე  წესის შესაბამისად.

2. ადგილობრივი  რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებულ M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულარულ მარშრუტებზე.

3. კონკურსი ცხადდება:

ა) M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით  (ავტობუსებით) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად;

ბ) M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით   (ავტობუსებით) სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად;

4. მარშრუტზე გაიცემა ერთი ნებართვა.
თავი II
კონკურსის ორგანიზება, კომისია, კონკურსში მონაწილეობის პირობე