წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების აღჭურვილი (საკუთარი) მასა – ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა ტვირთის (მგზავრების) გარეშე, კვების, გაგრილების, შეზეთვისა და სხვა სისტემების შევსებული მოცულობებით საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შესაბამისად, დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული მაკომპლექტებელი ინსტრუმენტებითა და აღჭურვილობით, სათადარიგო საბურავის ჩათვლით;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული მასა – ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებელი (მწარმოებელი);
დ) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება (M2 და M3 კატეგორიები):
დ.ა) M2 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა;
დ.ბ) M3 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონაზე მეტია;
ე) მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე, დადგენილი წესით.
ვ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც მგზავრობს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით,გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) ხელბარგი – მგზავრის მიერ პერსონალურად გადასატანი ნივთი, ზომით არა უმეტეს 60 სმ×40სმ×30სმ;
თ) ავტოსატრანსპორტო გადაყვანა – /გადაზიდვა საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ – ტვირთის გადაზიდვა;
ი) გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანა–გადაზიდვას;
კ) რეგულარული გადაყვანა – მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს.
ლ) ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით /არსებობის შემთხვევაში/, თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში;
მ) მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი;
ნ) რეისი – მარშუტზე შესრულებული ან შესასრულებელი სატრანსპორტო პროცესი;
ო) მოძრაობის განრიგი – მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყება-დამთავრების დროის, მიმოსვლის ინტერვალისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერებების განმსაზღვრელი ცხრილი;
პ) ნებართვა- კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლისათვის, ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული უფლება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ვადით განახორციელოს რეგულარული სამგზავრო გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ჟ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;
რ) ნებართვის გამცემი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი;
ს) პირი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ტ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს, ნებართვის მისაღებად.
უ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;
ფ) სანებართვო პირობები – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;
ქ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, გაუქმებისა და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
ღ) ფორსმაჟორი - მოვლენები, რომლებიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და ამასთან აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შემდგომ შესრულებას და არ არის გამოწვეული იმ მხარის დაუდევარი მოქმედებით, რომლის ვალდებულების შესრულების უნარიც შეიზღუდა. ფორს–მაჟორად ჩაითვლება: ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მასობრივი ეპიდემიები და სხვა მასობრივი სტიქიური კატაკლიზმები, ტერორიზმი, ბლოკადა, ემბარგო, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, საგანგებო მდგომარეობა, ომი, სამოქალაქო ომი, ლოკაუტი, გაფიცვა;
ყ) ხელშეკრულება – ხელშეკრულება – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა გარკვეული უფლებები და მოვალეობები