1. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელზე, თითოეულ მარშრუტზე ცალ-ცალკე, კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადების თაობაზე შესაბამისი კომისიის მიერ შემდგარი ოქმის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ბრძანებისა და ნებართვის გამცემსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ შესაბამისი კომისიის ოქმის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებულს ან ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს შორის ფორმდება ხელშეკრულება.

3. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება.

4. დადგენილ ვადაში საქართველოში საწარმოს არდაფუძნების, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსში გამარჯვებულს არ მიეცემა ნებართვა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად, არაუგვიანეს 6 თვის ვადაში