1. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელზე, თითოეულ მარშრუტზე ცალ-ცალკე, კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ გამოცემული ბრძანებით
, ნებართვის გამცემსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე
.
2. თუ კონკურსში გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მაშინ, კონკურსში გამარჯვებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში მისი 100% წილობრივი მონაწილეობით უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა
.
3. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ ქალაქ ქუთაისის მერის გადაწყვეტილების მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში, კონკურსში გამარჯვებულს ან ამ მუხლის მე
-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსა და ქალაქ ქუთაისის მერს შორის ფორმდება ხელშეკრულება
.
4. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება.
5. დადგენილ ვადაში საქართველოში საწარმოს დაუფუძნებლობის, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსში გამარჯვებულს არ მიეცემა ნებართვა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ქალაქ ქუთაისის მერი ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ქალაქ ქუთაისის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად, არა უგვიანეს 6 თვის ვადაშ