მუხლი 27. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე
თავი VI — კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე. ნებართვის გაუქმება
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია, კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმებ