1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
2. ნებართვა შეიძლება ვადის გასვლამდე გაუქმებულ იქნეს:
ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში;
ბ) ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციისას, ფიზიკური პირის შემთხვევაში მისი გარდაცვალებისას;
გ) კონკრეტულ სამარშრუტო ხაზზე სანებართვო პირობების ნებისმიერი მუხლის შეუსრულებლობა (საანგარიშო თვის განმავლობაში სამი ან მეტი დარღვევის შემთხვევაში) გამოიწვევს სამარშრუტო ხაზზე გაცემული ნებართვის გაუქმებას;
დ) იმ ნებართვის მფლობელს, რომელსაც ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვის მოქმედების საანგარიშო პერიოდში, რომელიმე კონკრეტულ სამარშრუტო ხაზზე გაუუქმდება ნებართვა, ამ სამარშრუტო ხაზზე ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში იგი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას;
ე) საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ, რაც ეცნობება ნებართვის მფლობელს.
5. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სანებართვო მოწმობა უბრუნდება ნებართვის გამცემს.
6. სანებართვო მოწმობის ნებართვის გამცემისათვის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობისას მომსახურების განხორციელების შემთხვევაში მისი მფლობელი პასუხს აგებს უნებართვო საქმიანობისთვის.
თავი VII
უწყებრივი სანებართვო რეესტრი და ინფორმაციის ხელმისაწვდომო