მუხლი 29. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე
თავი VI — კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის გაუქმება
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი საქართველოს ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 29, №50, 28.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016398 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4240915/muxli-29/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია