3. სათავსო, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, ხელშეუხებელი უნდა იყოს გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემას და შენახვას უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი საჯარო მოხელე.
5. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღირიცხება ზონარგაყრილ, ბეჭედდასმულ, დანომრილ და მერიის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებულ სპეციალურ ჟურნალში.
6. სანებართვო მოწმობა მისი გაცემიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, აღირიცხება ჟურნალში. თუ მეორე დღე უქმე ან დასვენების დღეს დაემთხვა, მაშინ აღრიცხვა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს.
7. ჟურნალში ჩანაწერები კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
8. დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერის ჩასწორება, გადაფხეკა ან კორექტორის გამოყენება. აუცილებლობისას, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ კეთდება ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელის შესაბამისი ჩანაწერი (მაგალითად: „შესწორებულია მე-2 და მე-4 გრაფები. სახელი, გვარი და ხელმოწერა).
9. ჟურნალი ინახება გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში და დადგენილი ვადის შემდგომ გადაეცემა არქივს. შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დაცულობა.
10. ჟურნალი შიდა გამოყენების დოკუმენტია და იგი არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 3. მოწმობის წარმოება, შენახვა, აღრიცხვა-ანგარიშგება— „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
მუხლი 3. მოწმობის წარმოება, შენახვა, აღრიცხვა–ანგარიშგება— „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ნიმუშის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“
მუხლი 3. მოწმობის წარმოება, შენახვა, აღრიცხვა-ანგარიშგება— ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №48, 13.11.2020, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016638 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5032062/muxli-3-2/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია