1. ამ წესით განსაზღვრული გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა (შემდეგში-მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის - მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას. სანებართვო მოწმობის ფორმას აქვს უნიკალური ნომერი, დამცავი ნიშნები და იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის  პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. სანებართვო მოწმობის ფორმების მომარაგება/შეკვეთას დამოუკიდებლად ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში - ნებართვის გამცემი) ან/და ბორჯომის  მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

3. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილი პირი სანებართვო მოწმობის ფორმებს სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებასა პასუხისმგებელ პირ