1. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
3. სანებართვო ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაცულობისა და მისი ბრალეული დამოკიდებულებით გამოწვეულ ზიანზ