1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღრულ პასუხისმგებელ პირთა