მუხლი 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ს ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 4. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 6. ოქმის აღრიცხვის ჟურნალი— „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ”გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“, მუხლი 4, №3-14, 23.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.156.016044 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1216858/muxli-4/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია