1. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან საჯარიმო ქვითრების (ოქმების) გაცემა აღრიცხონ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ჟურნალში, რომლის ფორმაც დამტკიცებულია №4 დანართში.

2. ჟურნალში ყველა ჩანაწერი სრულდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ.  დაზიანების ან/და არასწორი მონაცემების შევსების შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ჟურნალის ,,შენიშვნის“ გრაფაში.

3. საჯარიმო ქვითარი (ოქმი), მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №4).

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღე