1. პირს, ვის მიმართაც არის შედგენილი საჯარიმო ქვითარი (ოქმი) მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ორგანოში (თანამდებობის პირთან).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ, 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნება საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს).

დანართი №2

ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და  აღრიცხვა-ანგარიშგების

წ ე ს ი