2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) I ნაწილში უფლებამოსილი პირის მიერ უნდა მიეთითოს:

ა) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, კერძოდ ავტოტრანსპორტის კონკრეტული მდებარეობა, სადაც მოხდა სამართალდარღვევა;

ბ) საჯარიმო ქვითრის შედგენის წელი, თვე, რიცხვი და დრო;

გ) მონაცემები სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თაობაზე -  ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელი;

დ) გადასაფხეკი ბარათის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენა და დარღვევის არსი;

ვ) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი;

ზ) ქვითრის ჩაბარების ფორმა;

თ) დამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი, მისამართი და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში (პასპორტში, მართვის მოწმობაში) აღნიშნული პირადი ნომერი;

ი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა;

კ) შენიშვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ხელს აწერს მისი შემდგენი პირი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩაბარებისას დამრღვევი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიღების ფაქტს ადასტურებს საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) ხელმოწერით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე აისახება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მიერ ფურცელზე დატანილი ინფორმაციის ჩაკვრით, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რომლის მონაცემებიც უფლებამოსილი პირის მიერ ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით, ხოლო ტერმინალის გაუმართაობისას, იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია სპეციალური ელექტრონული მოწყობილობიდან ფურცლის ამობეჭდვა ან თუ ასეთი ელექტრონული მოწყობილობა არ არსებობს უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე დასატან ინფორმაციას შეავსებს ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.

6. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამზადება შეიძლება განხორციელდეს ისეთ პოლიგრაფიულ სისტემაში, რომ მისი ერთი ეგზემპლარის შევსებით გადასატანი ფურცლის საფუძველზე ავტომატურად ხდებოდეს დანარჩენ ეგზემპლარებზე შესაბამისი ინფორმაციის იდენტურად ასახვა.

7. საჯარიმო ქვითარში (ოქმში) ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია საჯარიმო ქვითარში (ოქმში) გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. საჯარიმო ქვითარში (ოქმში) არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ან/და მისი დაზიანებისას ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი (ოქმი). დაზიანებული ან არასწორად შევსებული საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოიწერება დადგენილი წესით.

8. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) II ნაწილი - საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისა