1. ოქმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან ოქმების გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და ხელმოწერით დადასტურებულ ჟურნალში.
2. ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა აღირიცხოს ჟურნალში.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, ოქმის წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
4. ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
5. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით.
6. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
7. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად – შესწორებულია მე-2 და მე-10 გრაფები, თარიღი, ხელმოწერა, გვარი და სახელი).
8. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
9. კალენდარული წლის ბოლოს ჟურნალში ყველა ოქმის რეგისტრაციის შემდეგ პასუხისმგებელი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
10. ჟურნალი ინახება მისი წარმოებისათვის პასუხისმგებელ პირთან, რომელიც შემდგომში კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
11. ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა.
12. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 07.04.2011
მუხლი 6. ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, წარმოება და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალის გაფორმების, წარმოებისა და შენახვისადმი

- მუხლი 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, წარმოება და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალების გაფორმების, წარმოებისა და შენახვისადმი

მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი
- მუხლი 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და განხილვაზე უფლებამოსილებათა განსაზღვრა
- მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა
- მუხლი 4. ოქმის შევსება და წარმოება
- მუხლი 5. ოქმის დამზადება, შენახვა და გაცემა
- მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 6, №2-89, 15.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.032.014742 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1019139/muxli-6/