1. უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (შემდგომში – ოქმი) (დანართი №1) შედგება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა ოქმის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ვერ დადგინდება დამრღვევი პირი, პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტის მესაკუთრეს/მოსარგებლეს.
3. ოქმი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება პირთან, რომელმაც განახორციელა მათი შედგენა, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს, რაც დასტურდება დამრღვევის მიერ ოქმზე ხელის მოწერით.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც დამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, ოქმის მეორე ეგზემპლარი ეგზავნება ობიექტის მესაკუთრეს.
5. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოქმი ჩაბარებულად ითვლება ობიექტის მესაკუთრისათვის ან მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის ფოსტით ჩაბარებისა და საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე მიმღების მიერ სათანადო ხელმოწერის დაფიქსირებისთანავე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 07.04.2011
მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 3, №2-89, 15.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.032.014742 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1019139/muxli-3/