1. ოქმის დამზადების ორგანიზებას პირველადი წყალმოსარგებლე ახორციელებს დამოუკიდებლად, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
3. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ ოქმის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2).
4. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.
6. ოქმები ინახება მათ გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
7. ოქმების უფლებამოსილ პირზე გაცემა ხორციელდება პირველადი წყალმოსარგებლის ხელმძღვანელის მიერ
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 07.04.2011
მუხლი 5. ოქმის დამზადება, შენახვა და გაცემა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. ოქმების დამზადება, გაცემა და დაბრუნება
- მუხლი 3. ოქმის ფორმის დამზადება
- მუხლი 19. მეზღვაურთა სერტიფიკატების დამზადებისა და შენახვის პირობები
- მუხლი 2. ოქმის ფორმის დამზადება
- მუხლი 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადება და დამცავი ნიშნები
- მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამზადება და დამცავი ნიშნები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი
- მუხლი 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და განხილვაზე უფლებამოსილებათა განსაზღვრა
- მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა
- მუხლი 4. ოქმის შევსება და წარმოება
- მუხლი 6. ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
- მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 5, №2-89, 15.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.032.014742 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1019139/muxli-5/