1. ოქმების დამზადებას „სამტრესტი
“ ახორციელებს დამოუკიდებლად, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ
“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

3. „სამტრესტის“ მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №
2