1. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმების დამზადება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს შეკვეთის საფუძველზე.

2. დამზადებულ მეზღვაურის სერტიფიკატის ბლანკის ფორმაზე დაიტანება სერტიფიკატის ბლანკის დამამზადებელი საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, ინდივიდუალური სერია და ნომერი.

3. მეზღვაურის სერტიფიკატების დამზადებული ფორმების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სააგენტოს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.

4. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმები ინახება ცეცხლგამძლე სეიფში. სათავსო, სადაც ინახება სერტიფიკატის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

5. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთა