1. სხვა სერტიფიკატის წინა გვერდზე დაიტანება:

ა) მითითება სხვა სერტიფიკატის თაობაზე;

ბ) სხვა სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;

გ) სხვა სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;

დ) სხვა სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;

ე) სხვა სერტიფიკატის ნომერი;

ვ) სხვა სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;

თ) სხვა სერტიფიკატის გამცემი ორგანოს – სააგენტოს სრული დასახელება;

ი) სხვა სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი;

კ) შტრიხკოდი;

ლ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის კანონიერება ბადებს ეჭვს დაუკავშირდით სსიპ ‘’ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს’’;

მ) სააგენტოს ვებ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ი) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა.

2. სხვა სერტიფიკატის უკანა გვერდზე დაიტანება:

ა) სიტყვები ‘’საქართველო’’ და სსიპ ‘’საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს’’ სრული დასახელება;

ბ) მითითება, რომ ‘’სააგენტო ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს წვრთნისა და მომზადების შესაბამისი კურსი და უფლებამოსილია შეასრულოს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქცია“.

გ) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და სსიპ ‘‘საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ლოგო’’;

დ) სხვა სერტიფიკატის მიღებისათვის განვლილი წვრთნისა და/ან მომზადების დასახელება.

3. სხვა სერტიფიკატზე ყველა ტექსტი დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

თავი VII

სერტიფიკატების დამზადების, შენახვისა და გაცემის წე