1. მეზღვაურის სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით. მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ვადაგასული სერტიფიკატი უბრუნდება სააგენტოს და მისი შენახვა და განადგურება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მოქმედების ვადის განმავლობაში მეზღვაურის სერტიფიკატის დაკარგვის, დაზიანების ან/და მასზე დატანილ მონაცემებში ცვლილებების შეტანისას გაიცემა სერტიფიკატის დუბლიკატი, შესაბამისი სერტიფიკატის იდენტური მონაცემებითა და მახასიათებლებით, მითითებით „დუბლიკატი“.
3. სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემისათვის შესაბამისი მეზღვაური წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, მასში ასევე მითითებული უნდა იყოს სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნის საფუძველი (დაკარგვა, დაზიანება, მონაცემების ცვლილება და სხვა). სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს დაკარგვის თაობაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) წერილობითი დადასტურება (სამართალდამცავი ორგანოს, გემის კაპიტნის, პორტის ხელმძღვანელის და ა.შ.) სერტიფიკატის დაკარგვის ფაქტის თაობაზე. სერტიფიკატის დაზიანების ან/და მასში მონაცემების ცვლილების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი სერტიფიკატი.
4. სერტიფიკატის დუბლიკატი გაიცემა განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სრულად წარდგენიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებშ