1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.

2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის  შესაბამისად სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

გ) გაცემულ დუბლიკატს კუთხეში უკეთდება აღნიშვნა/წარწერა „დუბლიკატი“ და დამოწმდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ბეჭდით. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

3. ნებართვის გამცემს ან/და მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ შეაქვს სანებართვო მოწმობის (დუბლიკატის) რეგისტრაციის სპეციალურ ჟურნალში (დანართი №6