1. სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №3) ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი მოწმობის ფორმა, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული ფორმა გადაიხაზება ჯვარედინად და ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებასა შედგენაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ჩამოწერის აქტს.
2. სანებართვო მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს და სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი, მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემთან.
3. ნებართვის გამცემს ან/და მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს შესაბამისი მონაცემები, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (დანართი №4