მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც უფლებამოსილი პირი ადგილზე არ განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და მისი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საქმეს აგზავნის მასზე უფლებამოსილ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი გადაეგზავნება საქმის განმხილველ ორგანოს, მეორე ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელ დაწესებულებაში, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მესამე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს, რაც დასტურდება დამრღვევის მიერ ოქმზე ხელის მოწერით. დამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 4. ოქმის შევსება და წარმოება— „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“
მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1963, 1966, 1971 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხა-ანგარიშგების
წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 4. ოქმების შევსება და წარმოება— ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1052 მუხლითა და 1645 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი აღრიცხვის ჟურნალის, წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“
მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი— მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 5. ოქმის შევსება— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №11, 21.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.139.016244 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3646362/muxli-3-2/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია