1.
უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას  ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის  მოთხოვნათა დაცვით.

2.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით მომარაგებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, დამოუკიდებლად.

3.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ უფლებამოსილ პირზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის გაცემა  ხორციელდება მუნიციპალიტეტში,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვისა და გაცემაზე  პასუხისმგებელი პირის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებზე ოქმის გაცემა ფორმდება სათანადო მიღება-ჩაბარების აქტით და აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.

4.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება სამ ეგზემპლარად.

5.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირთან, ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში. ამასთანავე, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებებისაგან.

6.
უფლებამოსილი პირის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა, წარმოება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2).

7.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა ფიქსირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2).

8.
ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს  ბეჭდით.

9.
ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით.

10.
ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

11.
იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

12.
ჟურნალში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებშ