1. ნებართვა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ნებართვაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ნებართვის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ნებართვა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი სამსახურის უფროსს მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს იმავე დღესვე. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ნებართვის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ჩამოწერის აქტს.
2. ნებართვა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი ნებართვის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ნებართვის მეორე ეგზემპლარი რჩება სამსახურშ