გაცემა
და
დაბრუნება
1. გარე რეკლამის ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს და ნებართვას ხელმოსაწერად ამზადებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური (შემდეგში – სამსახური).
2. ნებართვის მიღება-ჩაბარება აღირიცხება უწყებრივი სანებართვო რეესტრის სპეციალურ ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება დადგენილების დანართი №4-ის თანახმად.
3. უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.
5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს ნებართვის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ნებართვის დაბრუნებას, რის შესახებაც სამსახური ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს გორის მუნიციპალიტეტის მერ