გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, ნებართვის მიღების წესის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად საჭირო ფორმების და სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 4 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (4)
- გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან 14.05.2018
- გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის 14.05.2018
- გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ 14.05.2018
- გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცების შესახებ 14.05.2018
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №68 |
|
2018 წლის 29 ივნისი ქ. გორი |
ა) „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №49 დადგენილება (www.matsne.gov.ge - 21/05/2018; 010250020.35.148.016495)
ბ) „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №50 დადგენილება (www.matsne.gov.ge - 21/05/2018; 010250050.35.148.016496)
გ) „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №51 დადგენილება (www.matsne.gov.ge - 21/05/2018; 240120100.35.148.016497)
დ) „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №52 დადგენილება (www.matsne.gov.ge - 21/05/2018; 010250050.35.148.016498).
|
2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა – „სერტიფიცირებულია“.
4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) წარწერა შესრულებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
2. გარე რეკლამის გეგმას ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. გარე რეკლამის გავრცელების გეგმის პროექტს ამზადებს გორის მუნიციპალიტეტის მერია.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და წინამდებარე წესის შესაბამისად.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს გორის მუნიციპალიტეტის მერი.
4. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-3 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის გავრცელების გეგმით.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ 36-ე მუხლის შესაბამისად, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით.
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;
ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა არის:
ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა;
ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან ქმედუუნაროდ ცნობა, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა;
გ) კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.
დანართი № 2
ეძლევა -----------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
( ნებართვის მიმღების სახელი, გვარი, მისამართი)
საფუძველი:------------------------------------------------------------------------------------
(ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
ნებართვის მოქმედების ვადა:------------------------ დან ------------------------- მდე
გაცემულია 20 წლის -------------------
სანებართვო პირობები
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მიმღების ხელმოწერა: -----------------------------------
ნებართვის გამცემის ხელმოწერა: ------------------------------------
ბ.ა.
დანართი №3
1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონისა , საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის , მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე .
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის აღრიცხვა -ანგარიშგებას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ეკონომიკის სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე .
1. ამ წესით განსაზღვრული გარე რეკლამის განთავსების ნებართვა (შემდეგში – ნებართვა ) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას , რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ .
2. ნებართვის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში მერია ), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში .
3. ნებართვის ფორმა შეიცავს დამცავ ნიშნებს .
4. ნებართვის ფორმა დამტკიცებულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით .
5. პოლიგრაფიული საწარმოდან ნებართვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს , რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა . მინდობილობა გორის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში მერი ) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ -ერთ თანამშრომელს . მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურს სათანადოდ გაფორმებული მიღება -ჩაბარების აქტით .
2. ნებართვის მიღება-ჩაბარება აღირიცხება უწყებრივი სანებართვო რეესტრის სპეციალურ ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება დადგენილების დანართი №4-ის თანახმად.
3. უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.
5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს ნებართვის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ნებართვის დაბრუნებას, რის შესახებაც სამსახური ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს გორის მუნიციპალიტეტის მერს.
2. ნებართვა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი ნებართვის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ნებართვის მეორე ეგზემპლარი რჩება სამსახურში.
2. ნებართვა უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში.
3. სათავსი, სადაც ინახება ნებართვა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
2. ნებართვის მფლობელმა ნებართვის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ნებართვის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
3. ნებართვის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით.
4. ნებართვის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.
5. ნებართვის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. ნებართვის გამცემ ეკონომიკის სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში)
გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის ჩამოწერა
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დადგენილების დანართი №3) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი № 4
დაბრუნებული (გაფუჭებული) უვარგისი მოწმობები
მკაცრი აღრიცხვის ფორმის (გარე რეკლამის განთავსების ნებართვა) დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოსაყენებლად უვარგისი გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ჩამოწერის შესახებ აქტი
აქტი № ------------
გორის მუნიციპალიტეტი ---------------------- ------------- 20 წელი გამოსაყენებლად უვარგისი გარე რეკლამის განთავსების ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი გარე რეკლამის უვარგისი ნებართვის ჩამოწერის სისწორეს. ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი--------- |