1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:

ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;

ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;

გ) უფლება, რომ  გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-3 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის გავრცელების გეგმით.

3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2014  წლის  8  დეკემბრის  №669  დადგენილებით  დამტკიცებული  „მუნიციპალიტეტის ქონების  პრივატიზების,  სარგებლობისა  და  მართვის  უფლებებით  გადაცემის, საპრივატიზებო  საფასურის,  საწყისი  საპრივატიზებო  საფასურის,  ქირის  საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ 36-ე მუხლის შესაბამისად, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.

4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესი