1.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის ოდენობას განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ქირის საფასურს -  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
2.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას,  ქირის საწყის საფასურს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამ წესის 27-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7 %-ის ოდენობით.
3.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას ქირის საფასური განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით