1. ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ.
2. დამატებითი ხარჯების გადახდა მხოლოდ მაშინ არის სავალდებულო, თუ ამის თაობაზე მხარეთა შორის არსებობს შეთანხმებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(65)
საქმე №ას-316-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2025
…მოითხოვს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის დავალიანების გადახდის დაკისრებას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს სსკ-ის 394 I, 411-ე მუხლების და არა - სსკ-ის 553.1 მუხლის საფუძველზე. 4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტამდე წარმოშობილი 51918,71 ლარის ოდენობით ქირის…
საქმე №ას-1039-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
…შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება, განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ, შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც) და 553-ე მუხლებს (თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილი უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ) ეფუძნება. 8. იჯარა…
საქმე №ას-1027-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
…დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლი, (ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა, გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა), ამავე კოდექსის 553-ე მუხლი (ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ…
საქმე №ას-1229-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
…ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ასევე სსკ-ის 553-ე მუხლი ( თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილი უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ). 37. ამ ტიპის სარჩელის…
საქმე №ას-238-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2021
…ვადის გასვლამდე ხელშეკრულების მოშლის პირობა, კერძოდ, თუ მოიჯარე არ გადაიხდიდა ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 581-ე, 531-ე, 553-ე, 359-ე მუხლებზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით შეწყდა 10.01.2013 წლის იჯარის ხელშეკრულება. 3.4. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ…
საქმე №ას-605-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2021
საქმე №ას-261-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2019
საქმე №ბს-1363(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2019