გამქირავებელს არ შეუძლია უარი თქვას საცხოვრებელი სადგომის ქვექირავნობაზე, თუ საპატიო მიზეზის არსებობისას დამქირავებელს სურს მიაქირაოს მესამე პირს დაქირავებული საცხოვრებელი სადგომი მთლიანად ან მისი ნაწილი. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, თუ გამქირავებლისათვის ქვემოქირავნე წარმოადგენს მისთვის არასასურველ პიროვნებას, ან საცხოვრებელი სადგომი ზედმეტად გადაიტვირთა, ან თუ სხვა მიზეზების გამო გამქირავებლისათვის მიუღებელია ქვექირავნობ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 550. გამქირავებლის უარის დაუშვებლობა ქვექირავნობაზე
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-1256-2022
…01 სექტემბერს მხარეთა შორის დადებული „შეთანხმება ფართის ერთობლივად გამოყენების შესახებ“ ქვექირავნობის ხელშეკრულებას და არსებობს თუ არა მისი ბათილად ცნობის საფუძველი. 18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 531-ე, 549-ე და 550-ე მუხლებით და განმარტა, რომ ქირავნობა სასყიდლიანი ხელშეკრულებაა და ქირავნობის და ქვექირავნობის სამართლებრივი ურთიერთობების არსებობისათვის აუცილებელი ელემენტებია,…
- საქმე №ას-1154-1109-2016
…ნაკლის გამოსწორებისა, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა; 1.2.3. სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 352-ე, 405-ე, 429-ე, 533-ე, 535-ე, 536-ე, 537-ე, 550-ე მუხლები, რადგანაც გამქირავებელი ჯერ კიდევ თებერვალში აცხადებდა უარს ფართის მიღებაზე, რომლის მართლზომიერად დაბრუნებაც დამქირავებელს მისი ნაკლის გამო სურდა.…
- საქმე №ას-1210-1155-2013
…მიმართ ამგვარი პრეტენზია წარმოდგენილი არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შპს „ს. ტ-იმ“ შპს „ა. ჯ-ის“ ფართით სარგებლობის უფლება დაუთმო (ქვექირავნობა). სამოქალაქო კოდექსის 549-ე და 550-ე მუხლები ითვალისწინებს ქვექირავნობის ნივთის მესაკუთრესთან შეთანხმების ვალდებულებას, მაგრამ ნივთის მესაკუთრეს უფლება არ აქვს, უარი თქვას ქვექირავნობაზე გარდა 550-ე…
- საქმე №ბს-535-463-კ-04
…სამმართველოს ვალდებულებას და მისი მხრიდან მითითებული ნორმის დაუცველობა არ შეიძლება იქცეს ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას ასევე სრული იგნორირება გაუკეთა სკ-ის 550-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, არც აპელანტმა და არც სასამართლომ არ დაასაბუთეს, რომ ქვემოქირავნე თავდაპირველი გამქირავებლისათვის წარმოადგენდა არასასურველ…
- საქმე №330210014502133
…ნაკლის გამოსწორებისა, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა; 1.2.3. სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 352-ე, 405-ე, 429-ე, 533-ე, 535-ე, 536-ე, 537-ე, 550-ე მუხლები, რადგანაც გამქირავებელი ჯერ კიდევ თებერვალში აცხადებდა უარს ფართის მიღებაზე, რომლის მართლზომიერად დაბრუნებაც დამქირავებელს მისი ნაკლის გამო სურდა.…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 540. ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება სადგომის ქირავნობისას
- მუხლი 541. ხელშეკრულებაზე უარის უფლება
- მუხლი 542. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის მიერ
- მუხლი 543. დამქირავებლის მოვალეობანი გაქირავებული ნივთის ნაკლის აღმოჩენისას
- მუხლი 546. დამქირავებლის უფლება ქირავნობის ნივთისათვის მიმატებულ ნივთებზე
- მუხლი 548. მიმდინარე რემონტის ხარჯები
- მუხლი 551. ქვექირავნობის ბედი ქირავნობის ურთიერთობის დასრულებისას
- მუხლი 552. ქირავნობის ურთიერთობის უზრუნველყოფის ოდენობა
- მუხლი 553. ქირის გადახდის წესი
- მუხლი 555. ხელშეკრულების ვადამდე მოშლა საცხოვრებელი სადგომის დამქირავებლის ინიციატივით
- მუხლი 556. დამქირავებლის საპირისპირო მოთხოვნები გამქირავებლის მიმართ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 550, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-550/