საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელი უფლებამოსილია ქირავნობის ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ იგი ერთი თვით ადრე გააფრთხილებს ამის შესახებ გამქირავებელს და შესთავაზებს მას გადახდისუნარიან და მისაღებ დამქირავებელს, რომელიც თანახმაა ქირავნობის დარჩენილ დროში იყოს დამქირავებელ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 555. ხელშეკრულების ვადამდე მოშლა საცხოვრებელი სადგომის დამქირავებლის ინიციატივით
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-738-700-2015
…სახით დარჩენილი საიჯარო ვადის განმავლობაში გადასახდელი ქირის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისრებინა მისთვის. 13.7. სადავო ურთიერთობის ქირავნობად დაკვალიფიცირების შემთხვევაშიც, პალატა ვალდებული იყო, ანალოგიით გამოეყენებინა სსკ-ის 555-ე მუხლი, რომელიც არსებითად იმავე შედეგებს ადგენს ახალი დამქირავებლის შეუთავაზებლობის შემთხვევაში, რასაც სსკ-ის 588.1 მუხლი. აღნიშნული ნორმები იმპერატიული…
- საქმე №ბს-835-797(კ-07)
…ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების მოშლის ისეთი საფუძველი, როგორიცაა დამქირავებლისა და მოიჯარის გარდაცვალება, მაგრამ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ხელშეკრულების ვადამდე მოშლას რაიმე მოტივის ან საფუძვლის გარეშეც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 555-ე მუხლი საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელს უფლებას ანიჭებს, ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება ყოველგვარი მოტივისა თუ საფუძვლის გარეშე, თუმცა ამგვარი…
- საქმე №3კ/455-03
…მხარეთა მიერ მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები, რომლებშიც დასახელებული არ არის ის პირობა, რის გამოც დამქირავებელმა ვადაზე ადრე მოშალა ხელშეკრულება. მართალია, დამქირავებელს უფლება აქვს ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება, მაგრამ სკ-ს 555-ე მუხლის თანახმად, ერთი თვით ადრე უნდა გააფრთხილოს გამქირავებელი და შესთავაზოს მას გადახდისუნარიანი ან მისაღები დამქირავებელი, რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია.…
- საქმე №3კ/1165-02
…მოჰყვა ნორმალურზე მეტი ცვეთა. მოსარჩელემ წარმოადგინა ექსპერტიზის აქტი, რომლის თანახმად მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შეადგენს 9276 ლარს. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა ავეჯის ღირებულების და სსკ-ს 555-ე მუხლის საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, სულ მოითხოვა მოპასუხისათვის 13336 ლარის გადახდის დაკისრება. მოპასუხე საერთაშორისო მაშველთა კომიტეტის…
- საქმე №3კ/1226-01
…ცვეთაზე მეტი დაზიანება. მოსარჩელემ წარმოადგინა ექსპერტიზის აქტი, რომლის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შეადგენს 9276 ლარს. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა ავეჯის ღირებულების და სკ-ს 555-ე მუხლის საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, სულ მოითხოვა მოპასუხისათვის 13336 ლარის გადახდის დაკისრება. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ…
- საქმე №010210116001431576
- საქმე №010210018002106383
- საქმე №330210016001229361
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 67. გადამყვან-გადამზიდველის ინიციატივით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შეწყვეტა (მოშლა)
- მუხლი 132. საჰაერო ხომალდის სადგომის/სადგომზე დაყენების რუკის დანიშნულება
- მუხლი 441. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე სასამართლოებმა შეაჩერონ მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელ
- მუხლი 35. ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების მოშლა
- მუხლი 71. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დარღვევა
- მუხლი 51. 1. თუ ავადმყოფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს დაწესებულებაში, შემოწმება ხდება სტაციონარში ან მის საცხოვრებელ სადგომში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 546. დამქირავებლის უფლება ქირავნობის ნივთისათვის მიმატებულ ნივთებზე
- მუხლი 548. მიმდინარე რემონტის ხარჯები
- მუხლი 550. გამქირავებლის უარის დაუშვებლობა ქვექირავნობაზე
- მუხლი 551. ქვექირავნობის ბედი ქირავნობის ურთიერთობის დასრულებისას
- მუხლი 552. ქირავნობის ურთიერთობის უზრუნველყოფის ოდენობა
- მუხლი 553. ქირის გადახდის წესი
- მუხლი 556. დამქირავებლის საპირისპირო მოთხოვნები გამქირავებლის მიმართ
- მუხლი 559. ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლით
- მუხლი 560. განუსაზღვრელი ვადით ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნის უფლება
- მუხლი 562. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა პატივსადები მიზეზების არსებობისას
- მუხლი 564. დამქირავებლის მოვალეობანი ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 555, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-555/