შემოსავლების სამსახურმა შეიძლება მოშალოს ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება, როცა დადგება ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან ერთ-ერთი მაინც:
ა) ადგილი აქვს ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას, შეცდომას ან გამოტოვებას, რომელიც განპირობებულია საქართველოს საწარმოს დაუდევრობით, უყურადღებობით ან განზრახ შეუსრულებლობით განაცხადის წარდგენის, შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოების დროს ან ანგარიშგების და შესაბამისობის მოთხოვნების შესრულებისას;
ბ) საქართველოს საწარმომ არსებითად ვერ შეასრულა ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების ფუნდამენტური მოთხოვნა ან პირობა;
გ) ადგილი აქვს ერთი ან რამდენიმე კრიტიკული დაშვების დარღვევას და შეუძლებელია კრიტიკული დაშვების დარღვევის როგორც თარიღის, ასევე კრიტიკული დაშვების დარღვევის საგადასახადო წლის გარკვევა.
ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების მოშლის შემთხვევაში ითვლება, რომ ასეთი შეთანხმება არასდროს ყოფილა გაფორმებულ