ნებისმიერი მოთხოვნა ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს აღნიშნული შეთანხმების პერიოდის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე.
ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების განახლების მოთხოვნა არის დამოუკიდებელი განაცხადი ოპერაციის შეფასების წინასწარი ცალმხრივი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და უნდა განხორციელდეს ამ თავში აღწერილი პროცედურის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური განაახლებს ცალმხრივ წინასწარ შეთანხმებას, თუ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:
ა) ადგილი არ ჰქონია ფაქტების და გარემოებების არსებით ცვლილებას და მნიშვნელოვანი კრიტიკული დაშვებები კვლავ მოქმედებს;
ბ) საქართველოს საწარმო ასრულებს (ასრულებდა) მიმდინარე (წინა) ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების მოთხოვნებს;
გ) შემოსავლების სამსახური განიხილავს მიზანშეწონილად შეთანხმების განახლებას ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების და მიმდინარე (წინა) შეთანხმების გადასინჯვის აუცილებლობის გათვალისწინებით.
თავი VI
პროცედურები ორმაგი ეკონომიკური დაბეგვრის თავიდან ასაცილებლ