შემოსავლების სამსახურმა შეიძლება შეწყვიტოს ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან ერთ-ერთი მაინც დადგება:

ა) ადგილი აქვს ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას, შეცდომას ან გამოტოვებას, რომელიც არ არის განპირობებული საქართველოს საწარმოს დაუდევრობით, უყურადღებობით ან განზრახ შეუსრულებლობით განაცხადის წარდგენის, შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოების დროს ან ანგარიშგების და შესაბამისობის მოთხოვნების შესრულებისას;

ბ) საქართველოს საწარმო არსებითად ვერ ასრულებს ოპერაციების შეფასების წინასწარი  შეთანხმების დებულებებს;

გ) ადგილი აქვს ერთი ან რამდენიმე კრიტიკული დაშვების დარღვევას და შესაძლებელია ამ დარღვევის დროის განსაზღვრა;

დ) ამ ინსტრუქციის 33-ე მუხლის შესაბამისად, ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების გადასინჯვისას შეუძლებელია შეთანხმების მიღწევა შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს საწარმოს შორის.

ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შეწყვეტის თარიღი განსაზღვრულ იქნება იმ მოვლენის თარიღით, რომელმაც გამოიწვია შეთანხმების შეწყვეტა. თუ ასეთი თარიღის გარკვევა შეუძლებელია, მაგალითად როცა ადგილი ჰქონდა ერთ-ერთი კრიტიკული დაშვების არსებით ცვლილებას, ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შეწყვეტა ძალაში შევა იმ საგადასახადო წლიდან, როცა ამ მოვლენას ადგილი ჰქონდა.

შემოსავლების სამსახური და საქართველოს საწარმო ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შეწყვეტის თარიღიდან აღარ არიან ვალდებულნი შეასრულონ აღნიშნული შეთანხმების მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახურმა შეიძლება უარი თქვას ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შეწყვეტაზე, თუ საქართველოს საწარმოს შეუძლია დასაბუთებული მიზეზის ჩვენება და ასევე, მხარეები თანახმა არიან განახორციელონ აღნიშნული შეთანხმების გადასინჯვა ამ ინსტრუქციის 33- ე მუხლის შესაბამისა