საგადასახადო შეთანხმების დებულებების შესაბამისად, თუ საქართველოს საწარმოსთვის ცნობილი გახდება, რომ შემოსავლების სამსახურის ან საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორის ქმედებებს შედეგად მოჰყვება დაბეგვრა, რომელიც არ არის შესაბამისობაში  საგადასახადო ხელშეკრულების პირობებთან, საქართველოს საწარმომ შეიძლება წარუდგინოს საქმე შემოსავლების სამსახურს და მოითხოვოს საქმის ორმხრივი შეთანხმების პროცედურით გადაწყვეტა.

შემოსავლების სამსახურის ქმედებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე-1291 მუხლების და ამ ინსტრუქციის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს დაბეგვრა, რომელიც არ იქნება შესაბამისი საქართველოს სათანადო საგადასახადო ხელშეკრულების დებულებებთან, შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილს (მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდეს):

ა) საქართველოს საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის შეტყობინების მიღება ამ ინსტრუქციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, რომ მას უარი ეთქვა  შესაბამისი შესწორების განხორციელებაზე სრულად ან ნაწილობრივ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

ბ) საქართველოს საწარმოს დასაბეგრი მოგების შესწორების შესახებ შეტყობინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

საჭირო პროცედურა საკითხის ორმხრივი შეთანხმებით გადაწყვეტის პროცედურის შესახებ გაცხადებული იქნება შემოსავლების სამსახურის მიე