საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის თანახმად საქართველოს საწარმოს მიერ განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრაზე, განაცხადში, მოლაპარაკებების პროცესსა და ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების გაფორმებისას წარმოდგენილი ინფორმაცია არის კონფიდენციალური და წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.
შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია გაამჟღავნოს სტატისტიკური ანალიზის განხორციელების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია უნდა გამჟღავნდეს ანონიმურად, შემდეგი სახით:
ა) მიღებული და უარყოფილი განაცხადების რაოდენობა და ტიპები;
ბ) გაფორმებული, გატანილი, შეწყვეტილი, განახლებული, მოშლილი ხელშეკრულებების რაოდენობა და ტიპები;
გ) შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს საწარმოს შორის გაფორმებულ ოპერაციების შეფასების წინასწარ შეთანხმებებში გამოყენებული ოპერაციების შეფასების მეთოდების რაოდენობა და ტიპ