შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს საწარმოს შორის გაფორმებული ცალმხრივი წინასწარი შეთანხმება უნდა მოიცავდეს შემდეგ დებულებებს:
ა) აღნიშნული შეთანხმებით მოცული ურთიერთდამოკიდებული მხარეების შესახებ ინფორმაციას (დასახელებას, მისამართს, საიდენტიფიკაციო კოდს და საგადასახადო რეზიდენტობას);
ბ) ოპერაციებს, ხელშეკრულებებს ან შეთანხმებებს, მათ ტიპებს და მოცულობას და მოცულ წლებს;
გ) აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული ოპერაციების შეფასების მეთოდის აღწერას, ამავე შეთანხმებით განსაზღვრულ შედარებად დამოუკიდებელ ოპერაციებს (ან შერჩევის კრიტერიუმებს) და საბაზრო დიაპაზონს (საჭიროების შემთხვევაში);
დ) კრიტიკულ დაშვებებს, რომლის დარღვევამაც შეიძლება გამოიწვიოს ხელშეკრულების მოშლა, შეწყვეტა ან გადასინჯვა;
ე) ნებისმიერ შეთანხმებულ პროცედურას, რომელმაც შეიძლება განაპირობოს აღნიშნული შეთანხმების მოშლა, შეწყვეტა ან გადასინჯვის აუცილებლობა ფაქტობრივ გარემოებებში მომხდარი ცვლილებებიდან გამომდინარე.
ვ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო დაბეგვრის წინასწარ შეთანხმებულ მიდგომას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნული შეთანხმების საგნის მიმართ დამხმარე ხასიათისაა.
ზ) მოთხოვნები და პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს გადასახადის გადამხდელის მიერ, რათა ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება ძალაში იყოს. ასევე პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული მოთხოვნების და პირობების შესრულებას;
თ) გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების დეტალები საგადასახადო ორგანოს წინაშე (მაგ. დოკუმენტაცია: შესაბამისობის წლიური ანგარიშგებები, ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება, კრიტიკული დაშვებების ცვლილების შესახებ შეტყობინების ვალდებულება და ა.შ.);
ი) საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს, რომლის საფუძველზეც წარმოებს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება;
კ) ნებისმიერ სხვა წინასწარ შეთანხმებულ პირობებს და დებულებებს.
წინასწარი შეთანხმების დებულებები უნდა ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობის ნორმების გამოყენებას, კერძოდ:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე- 1291მუხლებს;
ბ) ამ ინსტრუქცია